ბათუმის "დინამო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. პირველი ეტაპის თამაშები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
ბუნებრივია, ქუთაისშივე ითამაშებს "ტორპედოც", ხოლო საჩხერის "ჩიხურას" ამბავი ჯერ უცნობია: დიდი ალბათობით, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლებს მეტოქეს.