ფეხბურთი

15:47 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სელადესი ახალგაზრდა ესპანელებს ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს

ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ახალგაზრდულ “ფურია როხას” ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს – “ვალენსიას” ნახევარმცველი კარლოს სოლერი, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა და განაცხადში დამსახურებულად მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ არიზაბალაგა და ასენსიო ძირითად ნაკრებშიც არიან გამოძახებულნი.

ესპანელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: კეპა არიზაბალაგა (“ბილბაო”), პაუ ლოპესი (“ტოტენჰემი”), რუბენ ბლანკო (“სელტა”);
მცველები: ალვარო ოდრიოზოლა ("სოსიე“ადი"), ხორხე მერე (“ხიხონი”), ექტორ ბელერინი (“არსენალი”), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”), ალექს გრიმალდო (“ბენფიკა”), იერაი ალვარესი (“ბილბაო”), ხესუს ვალიეხო (“აინტრახტი”), ხონი კასტრო (“სელტა”);
ნახევარმცველები: დენის სუარესი ("ბარსელონა"), საულ ნიგუეზი (“ატლეტიკო”), მარკო ასენსიო (“რეალი”), მარკოს ლორენტე (“ალავესი”), დანი სებალიოსი (“ბეტისი”), მიკელ მერინიო (“დორტმუნდი”), კარლოს სოლერი (“ვალენსია”), მიკელ ოიარზაბალი (“სოსიედადი”);
თავდამსხმელები: ჟერარ დეულოფეუ (“მილანი”), ბორხა მაიორალი (“ვოლფსბურგი”), სანდრო რამირესი (“მალაგა”), ინიაკი უილიამსი (ბილბაო”).

შეგახსენებთ, რომ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი 16-30 ივნისს პოლონეთში გაიმართება. ესპანეთის ნაკრები ბ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, სერბეთი და მაკედონია არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114715