ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ანტონიო კონტე ინგლისის პრემიერლიგის 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პრემიერლიგის პრესსამსახური აქვეყნებს.
კონტე გახდა მეოთხე მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტისა და მანუელ პელეგრინის შემდეგ, ვინც საუკეთესოს წოდება პირველივე სეზონში მოიპოვა.
გარდა ამისა, ასევე მეოთხე იტალიელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო -რობერტო მანჩინის, კარლო ანჩელოტისა და კლაუდიო რანიერის შემდეგ.