ფეხბურთი

22:03 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია დაირაზმა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო ივნისში ისლანდიის ნაკრებთან სათამაშოდ.

ბალკანელთა შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა ქვეყნის ჩემპიონ „რიეკადან“. სხვა მხრივ კი, სიაში ნაცნობი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: დანიელ შუბაშიჩი („მონაკო“, საფრანგეთი), ლოვრე კალინიჩი („გენტი“, ბელგია), დომინიკ ლივაკოვიჩი („დინამო“)

მცველები: დომაგოი ვიდა („დინამო“, უკრაინა), დეიან ლოვრენი („ლივერპული“, ინგლისი), იოსიპ პივარიჩი („დინამო“), ტიმ იედვაი („ლევერკუზენი“, გერმანია), მატეი მიტროვიჩი („ბეშიქთაში“, თურქეთი), მარკო ლეშკოვიჩი („დინამო“)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („რეალი“, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი („ბარსელონა“, ესპანეთი), ივან პერიშიჩი („ინტერი“, იტალია), მატეო კოვაჩიჩი („რეალი“, ესპანეთი), მილან ბადელი („ფიორენტინა“, იტალია), მარსელო ბროჟოვიჩი („ინტერი“, იტალია), ფრანკო ანდრიასევიჩი („რიეკა“), ფილიპ ბრადარიჩი („რიეკა“), მარიო პაშალიჩი („მილანი“, იტალია)

თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი („იუვენტუსი“, იტალია), ნიკოლა კალინიჩი („ფიორენტინა“, იტალია), დუჟე კოპი („სპორტინგი“, ესპანეთი), ივან სანტინი („კაენი“, საფრანგეთი)

ხორვატიის ეროვნული ნაკრები 28 მაისს, ამხანაგურად მექსიკას გაეჯიბრება, ხოლო 11 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით ისლანდიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116375