ფეხბურთი

20:22 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი U20: საფრანგეთმა ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა (+VIDEO)

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა. დღეს დარჩენილ ორ ჯგუფში გაიმართა მატჩები და შესაბამისად, ხვალიდან უკვე მეორე ტური ჩატარდება.

E ჯგუფი

ამ ჯგუფს თავიდანვე ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ისე დაიწყო ტურნირი, ეს დამტკიცდა კიდეც - საფრანგეთის ნაკრებმა ერთი წლის წინ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მოიგო და ახლა უმეტესობას აზიაში უწევს ნაკრების ღირსებას დაცვა. მაგალითად ჟან ოგუსტინს, რომელიც ერთი წლის წინანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სწორედ პსჟ-ს ფორვარდმა გახსნა დღეს ჰონდურასთან მატჩში ანგარიში, მერე კი „მამლებმა“ კიდევ ორჯერ იხეირეს და მარტივად მიითვალეს პირველი სამი ქულა.

ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩში ვიეტნამსა და ახალ ზელანდიას შორის გოლი არ გასულა.

ვიეტნამი - ახალი ზელანდია 0:0 (0:0)

საფრანგეთი - ჰონდურასი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ოგუსტინი (15), 2:0 ჰარი (44), 3:0 ტერიე (81)

F ჯგუფი

F ჯგუფში სენეგალის ნაკრები გალიდერდა. აფრიკელებმა საუდის არაბეთს ყველაფერი შეხვედრის საწყის 15 წუთში გადაუწყვიტეს და ტურნირი ამაღლებულ ნოტაზე დაიწყეს. კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაიწყო აშშ-სთან მატჩი ეკვადორის ნაკრებმა, რომელიც მეშვიდე წუთისთვის უკვე 2:0 უგებდა მეტოქეს, მაგრამ მერე მოეშვა და საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 3:3. ისე, სამხრეთ ამერიკელები უსათუოდ სამ ქულას მოიპოვებდნენ, მაგრამ მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გაუშვეს გოლი და ახლა შემდეგ ორ ტურში მოუწევს სამი ქულისთვი ზრუნვა.

საუდის არაბეთი - სენეგალი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ნიანე (13), 0:2 სავინი (15)

ეკვადორი - აშშ (2:1)

გოლები: 1:0 ლინო (5), 2:0 კაბეზასი (7), 2:1 სარგენტი (36), 2:2 სარგენტი (54), 3:2 კაბეზასი (64), 3:3 დე ლა ტორე (90)

მეორე ტური ხვალ დაიწყება - ამჯერად ჯერ უკვე A და B ჯგუფებზე მისდგება: ინგლისი - გვინეა, ვენესუელა - ვანუატუ, სამხრეთ კორეა - არგენტინა და მექსიკა - გერმანია.

0.197841