ფეხბურთი

19:03 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სახელიანი სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

19 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის დარად, ევროპა ლიგის პირველი და და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. როგორც იცით, საქართველოდან ქუთაისის "ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" ითამაშებენ. სამივენი პირველი ეტაპიდან დაიწყებენ და განუთესავთა შორის იქნებიან.

ამ დროისთვის "ჩიხურა" განთესილებშია და რეიტინგით ბოლოდან მეექვსეა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში სეზონი არ დამთავრებულა და ამრიგად, ექვსი გუნდი ნამდვილად გადაასწრებს.

პირველი ეტაპის თამაშები: 29 ივნისი - 6 ივლისი, მეორე ეტაპის: 13 ივლისი - 20 ივლისი.

თავიდან 102 გუნდი დაიწყებს და შესაბამისად, 51 წყვილი შედგება. ჯერ კიდევ გასარკვევია რამდენიმე ადგილი. მაგალითად, პირველივე ეტაპიდან დაიწყებენ პოლონეთის მეორე და მესამეადგილოსნები, ავსტრიისა და დანიის მესამეადგილოსნები და ა.შ.

აქვე, იმ გამორჩეულ გუნდებზე, რომლებიც უკვე ცნობილია, რომ პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან და განთესილთა შორის იქნებიან.

"გლაზგო რეინჯერსი" (შოტლანდია), "მაკაბი თელ-ავივი" (ისრაელი), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), აიკ (შვედეთი), "დინამო მინსკი" (ბელარუსი), "გაბალა" (აზერბაიჯანი), აელ ლიმასოლი (კვიპროსი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), "ოლიმპია" (სლოვენია), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "ქაირათი" (ყაზახეთი), "აბერდინი" (შოტლანდია), "ფერენცვაროში" (უნგრეთი).

თუმცა განთესილებში არიან ისეთი კლუბებიც, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც შიშის ზარს ვერ სცემენ ევროპას: ჰიკ (ფინეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "შახტიორ სოლიგორსკი" (ბელარუსი), "შკენდერბიუ" (ალბანეთი), "სენტ ჯონსტონი" (შოტლანდია), "ბეიტარ იერუსალიმი" (ისრაელი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "ოდ გრენლანდი" (ნორვეგია), "ოსიეკი" (ხორვატია), "რეიკიავიკი" (ისლანდია), "ნორჩიოპინგი" (შვედეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "ნიმე კალიუ" (ესტონეთი), "ვალეტა" (მალტა), "დომჟალე" (სლოვენია), "ჰაუგესუნდი" (ნორვეგია), "ორდაბასი" (ყაზახეთი), სტიარნანი" (ისლანდია), "ლევადია" (ესტონეთი)...

51 გამარჯვებულს მეორე ეტაპზე დაემატება მანამდე თავისუფალი 15 გუნდი. ეს 66 გააგრძელებს მეორე ეტაპიდან და იმედია, მათ შორის, ქართული კლუბებიც მოხვდებიან.

ჯერჯერობით, ყველაზე კარგად "ტორპედო" გამოიყურება. ქუთაისელები ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე არიან. აი, "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" შედეგიანად ვერ თამაშობენ, შესაბამისად, მეშვიდე და მერვე პოზიციაზე არიან. არადა, დიდი დროც არ დარჩა პირველ მატჩამდე (29 ივნისამდე) - თვე და ერთი კვირა.

0.115039