ფეხბურთი

13:26 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუსაკიო “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ჩინელი მმართველების პერიოდში “მილანი” პირველ ტრანსფერს ახორციელებს. Sportitalia-ს ინფორმაციით, “ვილიარეალის” 26 წლის მოთამაშე მატეო მუსაკიო იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სატრანსფერო ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელი მცველი წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება მის ღირებულებას - 18 მილიონია.

არგენტინელს კარგი გამოცდილება აქვს მარჯვენა ფლანგზე თამაშის და შესანიშნავად შეეწყობა რომანიოლის.

მატეო მუსაკიო “ვილიარეალში” 2009-2017 წლების სეზონში ასპარეზობდა, ყველა ტურნირის ჩათვლით მან 259 მატჩი ჩაატარა და 7 გოლიც გაიტანა.

0.113093