ფეხბურთი

20:32 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია (+VIDEO)

„იუვენტუსი“ იტალიის 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონია - „ბებერმა ქალბატონმა“ ყველანაირ ინტრიგას წერტილი დაუსვა და სკუდეტო ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.

ტურინში, „კროტონე“ დიდი იმედით ჩავიდა, რომ არ წააგებდა და ადგილის შენარჩუნებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ „იუვე“ არ აპირებდა მოკრძალებული მეტოქისთვის საჩუქრის გაკეთებას. ეს მაშინვე გამოჩნდა, როცა მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენობაში უკლებლივ ყველა წამყვანი მოთამაშე გაამწესა - ასეც მოხდა, „იუვემ“ საქმეს ხელი სერიოზულად უმალვე მოჰკიდა და მეცამეტე წუთზე დაწინაურდა: ხუან კუადრადომ კარის გასწვრივ ჩინებულად ჩააწოდა იქ კი მარიო მანჯუკიჩმა ითამაშა და ანგარიში გაიხსნა. მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს ყველაფერს ნათელი მოჰფინეს - პაულო დიბალამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა. სხვათა შორის, „იუვემ“ ჯარიმიდან მეხუთე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და ეს საუკეთესო შედეგია. მეორე ტაიმი მშვიდად წარიმართა და ყველა მსაჯის საფინალო სასტვენს ელოდა, რომ კუთვნილი მედლები და თასი ჩაებარებინათ. და მაინც, მატჩის მიწურულს ალექს სანდრომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

შემდეგ იყო დაჯილდოვების ცერემონია და აღმართული სკუდეტო. „იუვენტუსმა“ ზედიზედ მესამე სეზონში შეძლო დუბლის შესრულება და ახლა მთელ ყურადღებას კარდიფისკენ გადაიტანს, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო და თუ წარმატებით იასპარეზებს ლეგენდარულ ჰეთ-თრიქსაც შეასრულებს. აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ექვსჯერ მოახერხა სკუდეტოს მოგება. აქამადე საუკეთესო მაჩვენებელი მიჯრით ხუთი ჩემპიონობა იყო, რომელიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეძლო „იუვემ“ პირველად და მეორედ 2012-2016 წლებში. ასევე ხუთჯერ 2006-2010 წლებში იტალიის ჩემპიონობა „ინტერმაც“ იზეიმა. ამჯერად კი, აბსოლუტური რეკორდის მფლობელი „იუვენტუსი“ გახდა. ჯანლუიჯი ბუფონმა თავის მხრივ მერვედ მოახერხა იტალიის ჩემპიონობა და ესეც რეკორდია - აქამადე არცერთ ფეხბურთელს სკუდეტო ამდენჯერ არ მოუგია. სხვათა შორის, ამ ციფრებში არ შედის 2005 და 2006 წლების სკუდეტო, რომელიც „იუვენტუსს“ და ბუფონს ჩამოართვეს. ანუ, მათაც თუ დავუმატებთ, ბუფონმა მეათედ მოიპოვა ეს ჯილდო, „იუვემ“ კი 35-ედ, მაგრამ ოფიციალურად ეს 33-ე ტიტულია სამშობლოში. კიდევ ერთი დეტალი: მასიმილიანო ალეგრიმ სკუდეტო მწვრთნელის რანგში მეოთხედ მოიგო და იგი მხოლოდ ისეთ ლეგენდარულ მწვრთნელებს ჩამორჩება როგორებიც ფაბიო კაპელო, ჯოვანი ტრაპატონი და მარჩელო ლიპი არიან. მოკლედ, ეს სეზონიც ტურინული გრანდის ტრიუმფით დასრულდა, რაც სრულიად სამართლიანი და ლოგიკური დასასრული გახლდათ. ვნახოთ რა იქნება გაისად...

ახლა ტურის დარჩენილ მატჩებზეც: „იუვენტუსის“ გაჩემპიონების ფონზე სხვა მატჩები დაიჩრდილა, მაგრამ ერთი მაინც უნდა გამოვყოთ - „მილანმა“ შინ „ბოლონიას“ შანსი არ დაუტოვა, 3:0 მოუგო და სამწლიანი პაუზის მერე ვეროსარბიელს დაუბრუნდა. „როსონერის“ დამდეგ ზაფხულს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში. ბოლოს ევროტურნირის შეხვედრა „მილანმა“ 2014 წლის მარტში, „ატლეტიკოსთან“ ჩაატარა. ეს უდაოდ აღსანიშნი ფაქტია, რადგან ლომბარდიულ გრანდს უდიდესი ისტორია და ტრადიცია უმაგრებს ზურგს. ეგებ, ამან მაინც გამოცოცხლეს ვინჩენცო მონტელას გუნდი, როგორც მოედანზე, ისე სატრანსფერო ბაზარზე.

ბოლო ტურის წინ ფაქტობრივად ყველაფერი გაირკვა: გასარკვევიღა მხოლოდ ის დარჩა ვინ მეორე ადგილზე („რომა“ თუ „ნაპოლი“) და ვინ მეოთხეზე („ლაციო“ თუ „ატალანტა“). გარდა ამისა, ვინ დატოვებს სერია A-ს: დასკვნითი ტურის წინ „ემპოლი“ „კროტონეს“ ერთი ქულით უსწრებს, თუმცა ბოლო ტურში გარანტირებული არაფერი ექნება, რადგან თუ წააგებს, კალაბრიელებს მიზნის მისაღწევად ფრეს ეყოფათ. დღეს, „ემპოლიმ“ შინ „ატალანტასთან“ წააგო, ლევან მჭედლიძე კი, 90 წუთი სათადარიგო სკამზე იჯდა. მოგეხსენებათ, ქართველს ტრავმა აწუხებდა და ახლახან მოახერხა გამოჯანმრთელება.

ტურის სხვა მატჩებს სატურნირო მნიშნელობა არ ჰქონიათ: „სასუოლომ“ 6:2 გაანადგურა „კალიარი“, „უდინეზემ“ და „სამპდორიამ“ ქულები გაიყვეს, ხოლო „ჯენოამ“ შინ „ტორინო“ დაამარცხა და ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

„მილანი“ – „ბოლონია“ 3:0 (0:0)VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 40 000

„მილანი“ (3-5-2): დონარუმა; გომესი, პალეტა, რომანიოლი; დეულოფეუ (კუტრონე 85), პაშალიჩი, მონტოლივო, ბერტოლაჩი (მატი ფერნანდესი 46), ვანჯონი; ბაკა (ჰონდა 58), ლაპადულა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

„ბოლონია“ (4-2-3-1): მირანტე; მბაიე (კრაფტი 64), გასტალდელო, ჰელანდერი, ტოროსიდისი; დონსა, ტაიდერი; დი ფრანჩესკო (ოკვონკვო 15), ვერდი, კრეიჩი (რიცო 56); დესტრო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 დეულოფეუ (69), 2:0 ჰონდა (73), 3:0 ლაპადულა (90)

გაფრთხილება: დეულოფეუ (70), კუტრონე (90) - ჰელანდერი (6), გასტალდელო (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 5 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

„ემპოლი“ – „ატალანტა“ 0:1 (0:1)

ემპოლი, „კარლო კასტელანი“

მაყურებელი: 9 000

„ემპოლი“ (4-3-1-2): სკორპუსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი (დიმარკო 51), ბუჩელი (დიუსე 34), კროჩე; ელ კადური; მაკარონე, პუჩარელი (ტიამი 66)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე (გრასი 71), ფროილერი, სპინაცოლა (ჰატებური 85); კურტიჩი; გომესი, პეტანია (პალოსკი 78)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 0:1 გომესი (13)

გაფრთხილება: პასკუალი (24), ბუჩელი (29), ელ კადური (70) - კონტი (24), მაზიელო (39)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 7 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაოლო ვალერი

„ჯენოა“ – „ტორინო“ 2:1 (1:0)

გენუა, „მარასი“

მაყურებელი: 21 000

„ჯენოა“ (3-4-2-1): ლამანა; ბირასკი (ნტჩამი 77), ბურდისო, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი, ველოზუ, კოფიე, ლაქსალტი; რიგონი (მუნიოსი 63), პალადინო; სიმეონე (პანდევი 60)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

„ტორინო“ (4-2-3-1): ჰარტი; დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, აველარი; აკქუა (მაქსი ლოპესი 61), ბაზელი (ლუკიჩი 17); იტურბე (იაგო ფალკე 68), ლიაიჩი, ბოიე; ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 რიგონი (32), 2:0 სიმეონე (54), 2:1 ლიაიჩი (89)

გაფრთხილება: რიგონი (3), ველოზუ (49) - როსეტინი (10), აკქუა (36), ლუკიჩი (45), ლიაიჩი (49), ბოიე (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 2 (1) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მარკო გუიდა

„იუვენტუსი“ – „კროტონე“ 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, „იუვენტუს სთედიუმი“

მაყურებელი: 41 000

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო; პაინიჩი (რინკონი 84), მარკიზიო (ლემინა 74); კუადრადო (ბარძალი 70), დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კროტონე“ (4-4-2): კორდაზი; როზი (სამპირისი 34), ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (აკოსტი 78), კრისეტიჯი, ბარბერისი, ტონევი (ნვანკვო 57); ნალინი, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (13), 2:0 დიბალა (39), 3:0 ალექს სანდრო (83)

გაფრთხილება: დანი ალვეში (89) - მარტელა (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

„სასუოლო“ – „კალიარი“ 6:2 (4:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

მაყურებელი: 12 000

„სასუოლო“ (4-3-3): კონსილი; ლიროლა, ანტეი, აჩერბი, პელუზო; აკვილანი (ბიონდინი 75), მანიანელი, სენსი; ბერარდი, იემელო (მატრი 66), პოლიტანო (რაგუზა 84)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„კალიარი“ (4-2-3-1): რაფაელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ; ტაკჩიდისი, პადოინი (იონიტა 46); ჟოაო პედრო (სონ ანი 74), საუ, ფარიასი; ბორიელო (ფარაგო 61)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 მანიანელი (7), 2:0 ბერარდი (12), 3:0 პოლიტანო (13), 3:1 საუ (25), 4:1 სენსი (34), 5:1 იემელო (56, პენ), 5:2 იონიტა (60), 6:2 მატრი (90)

გაფრთხილება: პელუზო (34) - პისაჩენე (31), ბრუნო ალვეში (54), ბორიელო (56), ისლა (72), საუ (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 10 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ლუიჯი ნასკა

„უდინეზე“ – „სამპდორია“ 1:1 (1:0)

უდინე, „დაჩია არენა“

მაყურებელი: 17 000

„უდინეზე“ (4-3-1-2): სკუფეტი; გაბრიელ სილვა, დანილო, ფელიპე, ანჯელა; ბალიჩი (ბადუ 60), ჰალფრედსონი (ევანდრო 90), იანკტო; დე პაული; ძაპატა, ტერო (მატოსი 61)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

„სამპდორია“ (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, პავლოვიჩი; ბარეტო (ბუდიმირი 82), ტორეირა, ჯურიჩიჩი (ბრუნო ფერნანდესი 54); პრატი (ლინეტი 77); შიკი, მურიელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 ტერო (5), 1:1 მურიელი (64, პენ)

გაფრთხილება: იანკტო (90) - ტორეირა (30), სალა (56)

გაძევება: დე პაული (47), დანილო (65) - მურიელი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 7 (5) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: რიკარდო პინცანი

თეგებისერია A
0.115901