დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტონიოს” 120:108 აჯობა და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიამ მუხლის ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა" 35:22 მოიგეს. მატჩში საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი. სტეფ კარის 21 ქულა ჰქონდა. “სან ანტონიოში” 21 ქულით მანუ ჯინობილი გამოირჩა. ფაჩულიას ნაცვლად ძირითად 5-ეულში ჯავალ მაკგი იყო, რომელმაც გუნდს 16 ქულა და ერთი მოხსნა შესძინა.
სერიის მეოთხე შეხვედრა სან ანტონიოში 23 მაისს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.