ჩოგბურთი

13:00 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მეოთხედფინალშია

რომის მასტერსის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა ჯეკ სოკი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი რაფამ მარტივად, ერთი ბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში კი, 4:4-ზე ესპანელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

მეოთხედფინალში რაფა ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება. მატჩი 19 მაისს თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. პირად შეხვედრებში რაფა დომინიკს 4:1 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116757