ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობს.
ზედიზედ მესამე ტურია ლიდერობას ინარჩუნებენ დინგ ლირენი (ჩინეთი) და შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი). მეექვსე ტურში დინგ ლირენი საფრანგეთის წარმომადგენელ მაქსიმ ვაშიე - ლაგრავს, ხოლო მამედიაროვი თანამემამულე თეიმურ რაჯაბოვს დაუზავდა.
ამ ტურში ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ) მოუგო იან ნეპომნიაშჩის(რუსეთი), ბორის გელფანდმა (ისრაელი) დაამარცხა პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი), ხოლო მაიკლ ადამსმა( ინგლისი) სძლია ერნესტო ინაკიევს(რუსეთი). დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.
ექვსი ტურის შემდეგ 4.0-4.0 ქულით პირველ-მეორე ადგილებს დინგ ლირენი და მამედიაროვი ინაწილებენ. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით რაჯაბოვი, ვაშიე - ლაგრავი, ნაკამურა, გელფანდი, ალექსანდრ გრიშუკი(რუსეთი) და პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) ჩამორჩებიან.
მეშვიდე ტურში დინგ ლირენი ნაკამურას, ხოლო მამედიაროვი გრიშუკს ეთამაშება.