ფეხბურთი

23:35 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” იჰეანაჩოს შეძენა სურს

“მანჩესტერ სიტის” და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელის კელეჩი იჰეანაჩოს შეძენა “ევერტონს” სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

“ქალაქელებში” გაბრიელ ჟეზუსის მოსვლის შემდგომ, იჰეანაჩოს მდგომარეობა გაუარესდა და სათამაშო პრაქტიკა მკვეთრად მოაკლდა, რითაც ახალგაზრდა ფეხბურთელი უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.

ზემოთ ნახსენები წყაროს თანახმად, მერსისაიდული კლუბი ნიგერიელი ფორვარდის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს და მზადაა, რომ მის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.128949