კევინ პრინც ბოატენგმა “ლას პალმასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
განელი ნახევარმცველი, ახალი ხელშეკრულების თანახმად, კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ბოატენგმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.