მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის საუკეთესო ბამბარდირია. მან გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს ჯიმი გრივზს გადაასწრო.
32 წლის მოთამაშეს “სელტასთან” შესრულებული დუბლით 368 გოლი დაუგროვდა, გრივზს კი “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” რიგებში 528 მატჩში 366 გოლი ჰქონდა გატანილი.
კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდის დამყარება 460 მატჩში შეძლო. 368 გოლიდან 84 “მანჩესტერის” მაისურით გაიტანა, 284 - “სამეფო კლუბის” რიგებში.