მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ სურს ლიგა “იუვენტუსმა” მოიგოს, ოქროს ბურთი კი ბუფონმა.
“მინდა ჩემპიონთა ლიგა “იუვენტუსმა” მოიგოს, ოქროს ბურთი კი – ბუფონმა”.
ფინალში დამარცხება ბევრად მტკივნეულია, ვიდრე ნახევარფინალში. როდესაც ხედავ, რომ მოწინააღმდეგე თასს აღმართავს და ეს შენ დაკარგე, ძალიან რთული მომენტია. ჩვენ ეს ბოლო წლებში მწარედ გამოვცადეთ” – უთხრა Goal.com-ს გრიზმანმა.
“ატლეტიკო” თასის გარეშე დარჩა, თუმცა მათ ლა ლიგაში მოპოვებული მე-3 ადგილით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს. რაც შეეხება გრიზმანს, მან მიმდინარე სეზონში 52 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.