რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე გროზნოს "ტერეკი" 3:0 დაამარცხა. მოსკოველთა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და 74-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა.
თამაშის დასრულების შემდეგ ჯანომ და მისმა თანაგუნდელებმა რუსეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარეს და პრემიერლიგის მოგებაც გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.