ფეხბურთი

1:19 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” ნეგრედოს უმიზნებს

თურქულ “გალათასარაის” გამოცდილი ესპანელი თავდამსხმელის ალვარო ნეგრედოს შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

“ვალენსიას” საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი “მიდლსბროს” რიგებში ჩაატარა, თუმცა “ბორო” პრემიერლიგიდან გავარდა და ნეგრედოს “რივერსაიდ სთედიუმზე” დარჩენა გამორიცხულია.

როგორც ირკვევა, ალვარო “ღამურების” გეგმებშიც არ შედის და მის გასხვისებას გეგმავენ. სამაგიეროდ, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშის დამატება თურქულ გრანდს სურს და მზადაა, რომ მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გაიღოს.

31 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში “მიდლსბროს” მაისური 38-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას “ვალენსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115198