ფეხბურთი

23:22 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ დაჯილდოვების ძველი წესი აღადგინა

უეფას ტურნირებში დაჯილდოვების ცერემონიის გამართვის წესი შეიცვალა. როგორც უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ განაცხადა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებული გუნდი მოედანზე დაჯილდოვდება და არა ტრიბუნაზე, საპატიო ლოჟაში, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა.

“ფეხბურთელები მოედანზე თამაშობენ და ამიტომ, სამართლიანი იქნება თუ ისინი თასსა და მედლებს პირდაპირ მოედანზე მიიღებენ”, - აღნიშნავს ჩეფერინი.

აქვე გეტყვით, რომ ამიერიდან ზემოხსენებული წესი უეფას ყველა ტურნირში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, გამარჯვებული გუნდები ადრეც მოედანზე ჯილდოვდებოდნენ, მაგრამ უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატინის მოსვლის შემდგომ დაჯილდოვების ცერემონიამ მინდვრიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლა.

0.124211