კალათბურთი

11:00 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ტრავმა მიიღო, “გოლდენ სტეიტმა” “სან ანტონიო” გაანადგურა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში “სან ანტონიო” 136:100 გაანადგურა. ფაჩულიამ მატჩი აქტიურად დაიწყო, ბურთი ჩატენა და პარკეტზე უხერხულად დახტა.

ზაზამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა, ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და დადგინდება ტრავმის სიმძიმე. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ 7 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მეომრებმა” მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. დურანტს 16 ქულა ჰქონდა. “სან ანტონიოში” 22 ქულით სიმონსი გამოირჩა.

სერიას “გოლდენ სტეიტი” 2:0-ს იგებს, მესამე შეხვედრა ტეხასში 21 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

0.119874