ფეხბურთი

14:07 | 16.05.2017 | ნანახია 3924 - ჯერ

"დორტმუნდს" ახალი მწვრთნელი ეყოლება

დორტმუნდის „ბორუსიას“ დამდეგი სეზონიდან დიდი ალბათობით ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. დორტმუნდში ამჟამინდელი თავკაცის, ტომას ტუხელის მუშაობით მოხიბლულები არ არიან და ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ იგი გაათავისუფლონ.

ავტორიტეტულ გამოცემა Bild-ს თუ დავუჯერებთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე „ყვითლებს“ ლუსიენ ფავრი ჩაიბარებს. წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფავრი „სიგნალ იდუნა პარკელებთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

59 წლის შვეიცარიელისთვის ბუნდესლიგა ნაცნობი ადგილი. თავის დროზე იგი წარმატებით ბერლინის „ჰერტასა“ და მოინხენგლადბახის „ბორუსიაში“ მუშაობდა. ეს უკანასკენლი ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა.

სხვათა შორის, ფავრმა იგივე ფრანგულ „ნიცაშიც“ გააკეთა და ზღვისპირელები აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ. „ნიცაში“ ფავრი 2016 წლის მაისიდან მოყოლებული მუშაობს.

რაც შეეხება ტომას ტუხელს - "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში მესამე ადგილი უკავია, თუმცა შესაძლოა ესეც დაკარგოს და მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდეს. გარდა ამისა, გუნდი გერმანიის თასის ფინალშია გასული, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეხვედრის შედეგი ტუხელის ბედზე გავლენას ვერ იქონიებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:47 | 16.05.2017
ogafa (10220)

ჰამბურგი - ვოლფსბურგი

18:38 | 16.05.2017
korn (325)

ფავრი დორტმუნდში,ტუხელი მონაკოში,ჟარდიმი არსენალში,ვენგერი ბარსაში.ლუჩო სანაგვეზე.
მიეცით ვენგერს მესები და ნეიმარები მსოფლიოს შეძრავს
დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ერთ სეზონს ვენგერს ამ ფორმაციის ბარსაში

17:05 | 16.05.2017
fcbayernmunich (4197)

ფავრი გაცილებით უკეთესი ვარიანტი მგონია. ტუხელი მარტო შეტევაზე ფიქრობდა. ფავრი უფრო პრაგმატული და დაბალანსებული მწვრთნელია.

14:32 | 16.05.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ტუხელიც ალბათ ფავრის გზას დაადგება და საფრანგეთში წავა, კერძოდ "მონაკოში".
აი ჟარდიმი კი გრანდში გაიჩითება. სავარაუდოდ არსენალში...
დავიჯერო ამ პროგნოზებსაც გავარტყამ, ისევე როგორც ყველა დანარჩენს ? DDDDDDDDDD

15:12 | 16.05.2017
arsenal (794)

ჟარდიმი არსენალისთვის მიწრება კია ისე ნეტა მასე მოხდეს ))))

0.120105