კალათბურთი

10:24 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრეგ პოპოვიჩი: "ფაჩულიას არასპორტულად თამაშის დიდი ისტორია აქვს"

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას თამაშით გაღიაზიანდა. როგორც, ლეგენდარულმა სპეციალისტმა თქვა, ფაჩულიამ კავაი ლეონარდის წინააღმდეგ არასპორტულად ითამაშა და იქვე დასძინა, რომ ეს მისთვის ჩვეული სათამაშო სტილია..

„ეს არის საშიში, შეუსაბამო, არასპორტული საქციელი - ამ კონკრეტულ ადამიანს ასეთი თამაშის დიდი ისტორია აქვს ლიგაში. ეს იყო სრულიად არაბუნებრივი თავდაცვა“, - თქვა პოპოვიჩმა.

გარდა ამისა, გრეგმა დაანონსა, რომ ლეონარდი დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, კავაი ლეონარდმა ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან შეჯახებისას მიიღო, თუმცა, უფრო მეტად ეს სათამაშო ეპიზოდი იყო, ვიდრე განზრახ უხეშობა. აღსანიშნავია, რომ სანამ ლეონარდი მოედანზე იყო, „სან ანტონიო“ მეტოქეს 78:55 უგებდა, მაგრამ საბოლოოდ სერიის პირველი თამაში 111:113 დათმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113633