ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უესტბრუკსაც და ჰარდენსაც ეკუთვნის აღნიშნული ჯილდო.
“ჰარდენი დიდებული მოთამაშეა, უესტბრუკმა კი წარმოუდგენელი რეკორდი დაამხო. ჰარდენიც და უესტბრუკიც MVP-ის ტიტულს იმსახურებენ, ჩემზე რომ იყოს, ორივეს მივცემდი აღნიშნულ ტიტულს”- განაცხადა კრის პოლმა.