“გოლდენ სტეიტის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ფულშემატკივრების იმ ნაწილს უპასუხა, ვინც თვლის, რომ ქართველმა კალათბურთელმა კავაი ლეონარდს ტრავმა გამიზნულად მიაყენა.
სათამაშო ეპიზოდში კავაიმ ბურთი ისროლა და დახტომის დროს ფეხი გადაუბრუნდა.
“სისულელეა, ვინც ფიქრობს, რომ კავაის ტრავმა მიზანიმართულად მივაყენე. უბრალოდ მეტოქეს სროლის განხორციელებაში ხელს ვუშლიდი. მსაჯის ხმა რომ გავიგე, მაშინ მივხვდი შეხვედრა შეჩერდა და კავაიმ ტრავმა მიიღო. არ მინდა ვინმემ ტრავმა მიიღოს. მეც სპორტსმენი ვარ და ვიცი რა არის ეს. ვიმედოვნებ, კავაის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ჩვენ კოლეგები ვართ”- განაცხადა ფაჩულიამ.