მადრიდის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადლმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში რაფამ ტაი-ბრეიკზე მძიმე ბრძოლაში 10-8 მოიგო, ტიმს ორი სეტ-პოინტი ჰქონდა. მეორე პარტიის სტარტზევე რაფამ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
რაფამ კარიერაში 72-ე ტიტული და მასტერსის 30-ე ტურნირი მოიგო. ნადალი მასტერსების რაოდენობით ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 30 ტურნირი აქვს მოგებული.
ნადალმა ზედიზედ 15 შეხვედრა და სამი ტურნირი მოიგო: მონტე-კარლოს, ბარსელონას და მადრიდის.
ესპანელმა ამ გამარჯვებით ერთი მილიონი ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა დაისაკუთრა.