კალათბურთი

10:47 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში “სან ანტონიო” 113:111 დაამარცხა (VIDEO). ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, პარკეტზე 25 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკ-შოტი. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმის შემდეგ “სან ანტონიო” 20 ქულით იგებდა, გარდამტეხი მესამე და მეოთხე პერიოდები აღმოჩნდა. მეორე ტაიმში “სან ანტონიოს” ლიდერმა კავაი ლეონარდმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, კევინ დურანტმა 34 ქულა ჩააგდო. “სან ანტონიოში” ოლდრიჯს 28 ქულა ჰქონდა. ძალიან ცუდად ითამაშა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 38 წუთში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო.

სერიის მეორე შეხვედრა ოკლენდში 17 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

0.117762