ფეხბურთი

14:02 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონი გახდა

ლისაბონის "ბენფიკამ" პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში "ვიტორიუ გიმარაეში" 5:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა. "არწივების" მხრიდან გოლები ჟონასმა (დუბლი), ფრანკო სერვიმ, რაულ ხიმენესმა და პიციმ გაიტანეს.

"ბენფიკამ" 81 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "პორტუს" 8 ქულით გაასწრო. მესამე ადგილზე ლისაბონის "სპორტინგია", რომელიც "დრაკონებს" 6 ქულით ჩამორჩება.

"ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონატის რეკორდსმენია, "არწივებმა" 36-ედ მოიგეს პრიმეირა ლიგა, ამ მაჩვენებელში მეორე პოზიციაზე "პორტუა" (27), ხოლო მესამეზე - "სპორტინგი" (18).

0.115302