ფეხბურთი

14:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" მირალასს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლივერპულის „ევერტონმა“ ნახევარმცველ კევინ მირალასს ახალი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვფიქრობ, ჩემთვის შესაფერისი ადგილია. იმედია, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

29 წლის მირალასი „ევერტონში“ 2012 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ გადავიდა და აქამდე „კანფეტების“ შემადგენლობაში 171 თამაშში 39 გოლი გაიტანა.

0.122847