„რომას“, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის შემდეგ და მთლიანად ფეხბურთს ფრანჩესკო ტოტი დაემშვიდობება. თუმცა, „მგლების“ გულშემატკივრებს სხვა საფიქრალიც აქვთ - დანიელე დე როსის კონტრაქტი ეწურება კლუბთან და როგორც მან თქვა, არ იცის, ითამაშებს თუ არა, დამდეგ სეზონშიც რომაელთა რიგებში.
„არ ვიცი, დავრჩები თუ არა „რომაში“ - ბოლო პერიოდში უცნაური ფიქრები მეუფლება, მაგრამ დრო არის და ხელძღვანელობასთან საუბარი მექნება. „რომა“ ჩემი ღრმა სიყვარულია და არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. ჩვენი ურთიერთობა არაა დამოკიდებული იმაზე, ახლა დამიმთავრდება კონტრაქტი თუ ერთი წლის მერე. უფრო რთული პერიოდებიც გვქონია, მაგრამ გუნდში დავრჩენილვარ. ამ ეტაპზე კი, არ მაქვს გადაწყვეტილი სად ვიქნები მომდევნო სეზონში, თუმცა არ მინდა, ეს სიტყვები აღქმული იქნას ისე, თითქოს „რომას“ ვემშვიდობები“, - უთხრა დე როსიმ Sky Sport-ს.
დანიელე დე როსი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და დღემდე სხვა გუნდში არც უთამაშია. დანიელე პირველად „ჯალოროსის“ მთავარ გუნდში 2001 წელს გამოჩნდა, ხოლო 2003 წლიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და გუნდის მთვარი სიმბოლოა ფრანჩესკო ტოტის შემდეგ.