ფეხბურთი

21:00 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელი - დანი ალვეში

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი დანი ალვეშია - ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა მცველმა გამოკითხვაში მცირედით აჯობა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკო ალარკონს.

ალვეშმა, რომელმაც „მონაკოსთან“ თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, ხმების 55% მიიღო, ხოლო ისკომ შესაბამისად - 45%.

თავის მხრივ, ესპანელმა „ატლეტიკოს“ კარში გოლი გაიტანა და თავისი გუნდის ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.116727