მადრიდის მასტერსზე პირველი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარი კლასიფიკაციის 59-ე ნომერთან, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 3:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ჩორიჩმა მარი კარიერაში მეორედ დაამარცხა და მასთან პირადი ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ბორნა მომდევნო ეტაპზე დომინიკ ტიმს შეხვდება.
რაფაელ ნადალმა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი 6:3, 6:1 გაანადგურა. კირგიოსმა ესპანელს პირველ სეტში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო მეორე პარტიაში უშანსოდ დამარცხდა. რაფა ტურნირის 1/4-ფინალში დავიდ გოფენს შეხვდება.
მადრიდის მასტერსის გაერთიანებული საპრიზო ფონდი 9.5 მილიონ ევროს შეადგენს.