საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფში, ,,ქუთაისი’’ - ,,კაკტუსის’’ ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში, ,,ქუთაისისა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 16 ზუსტი პასი გააკეთა და მისივე აწ უკვე ძველი შედეგი ორი პასით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძემ წინა რეკორდი (14 ზუსტი პასი) ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრაში დაამყარა.