კალათბურთი

0:00 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდი: “მეექვსე შეხვედრაში ვითამაშებ”

“სან ანტონიოს” ლიდერმა კავაი ლეონარდმა“ჰიუსტონთან” მოგებულ მატჩში (110:107) ტრავმა მიიღო, თუმცა დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და კალათბურთელი მეექვსე შეხვედრაში თამაშს შეძლებს.

“ფეხის მცირე ტრავმა მივიღე, ოვერტაიმში ჩემს გუნდს ვერ დავეხმარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მეექვსე შეხვედრაში ვითამაშებ”- განაცხადა კავაიმ.

შეგახსენებთ, რომ სერიას “სან ანტონიო” 3:2-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ჰიუსტონში 12 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104544