გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიო” შინ “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა (VIDEO). მატჩი ძირითადი დროის ბოლო წამებზე “სან ანტონიოს” კალათბურთელმა სამქულიანი ისროლა, მაგრამ არაზუსტად და 101:101 დაფიქსირდა. დამატებით 5-წუთეულში დენი გრინი გამოირჩეოდა, რომელმაც ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ენდ-ვანით მოათავსა ბურთი კალათში. მატჩი ბოლო წამზე პოპოვიჩის შეგირდები 110:107 იგებდნენ, “ჰიუსტონის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ბოლო წამზე სამქულიანი სროლა და შეხვედრაში მეორე ოვერტაიმის დანიშვნა განიზრახა, მაგრამ ამ დროს მანუ ჯინობილიმ ბლოკ-შოტი გაუკეთა. ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულა, 10 პასი და 10 მოხსნა. კავაი ლეონარდს 22 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა.
სერიას “სან ანტონიო” 3:2-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ჰიუსტონში 12 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.