მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ საუბრისას აღნიშნა, რომ “რეალი” საუკეთესო კლუბია და სჯერა მისი გუნდის.
“ატლეტიკო” ეცდება, რომ თამაში თავის სტილში წარმართოს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. ისე ვითამაშებთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით. ახლა სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ და ტიტულებთან ახლოს. ჩემს გუნდს უყვარს მსგავსი სიტუაციები. ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია და არც დღევანდელია გამონაკლისი. ჩვენმა გულშემატკივრებმა იციან, რომ “რეალი” დიდი გუნდია. ასეც არის, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ”, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “რეალის დაპირისპირება დღეს, 10 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.