ლეგენდარული კალათბურთელის ჩარლზ ბარკლის აზრით წლევანდელი ნბა-ს პლეი-ოფი ისტორიაში ყველაზე ცუდია.
"მიმდინარე წლის ნბა-ს პლეი-ოფი ისტორიაში ყველაზე ცუდია. კიდევ კარგი ჰოკეის პლეი-ოფი მიდის და იმას ვუყურებ”- განაცხადა ჩარლზ ბარკლიმ.
სავარაუდოდ ბარკლის უკმაყოფილება იმას გამოიწვია, რომ “კლივლენდმა” და “გოლდენ სტეიტმა” პლეი-ოფის ორი ეტაპი მარტივად 4:0 მოიგეს.