ფეხბურთი

17:14 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიდიბე: “წაგების შემთხვევაშიც მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ”

“მონაკოს” მცველმა ჯიბრილ სიდიბემ “იუვენტუსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა. ფრანგის თქმით, ძალისხმევას არ დაიშურებენ და მზად არიან, რომ მოედანი თავაწეულებმა სინანულის გარეშე დატოვონ თუ ეს მათი ბოლო მატჩი აღმოჩნდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში.

“ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ შეგვიძლია ფინალში გავიდეთ, მიუხედავად პირველ მატჩში მარცხისა. კარგი სეზონი ჩავატარეთ, არც “იუვესთან” დავიშურებთ ძალისხმევას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენი მთავარი მიზანია მოედანი თავაწეულებმა და ამაყებმა დავტოვოთ წაგების შემთხვევაშიც. სტადიონზე ატმოსფერო შესანიშნავი იქნება. შანსი გვაქვს და მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ”, - თქვა სიდიბემ.

ჯიბრილ სიდიბემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108632