ფეხბურთი

19:09 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის ნაკრები - ადვოკაატის მძიმე ტვირთი

ჰოლანდიის ნაკრებში დიკ ადვოკაატის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ მწვრთნელის აგენტმა რობ იანსენმა ისაუბრა.

"დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში ყველა ფორმალობა მოგვარდება" - თქვა იანსენმა.

69 წლის ადვოკაატი ამჟამად თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნის. ის "ნარინჯისფერთა" თავკაცი იყო 1992-1994 და 2002-2004 წლებში, ასევე, ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ 1984-1987, 1990-1992 და 2016 წლებში.

2009-2010 წლებში ადვოკაატის თანაშემწე იყო შოთა არველაძე. ეს "ალკმაარში". ისე, შოთას მწვრთნელი იყო "გლაზგო რეინჯერსში".

ბევრ გუნდსა თუ ნაკრებში უმუშავია ადვოკაატს, არაერთი ტიტულიც მოუპოვებია, ამჯერად კი მძიმე მისია დაეკისრება - ჰოლანდია 2018 წლის მუნდიალზე უნდა გაიყვანოს. "ნარინჯისფერებს" შესარჩევის 5 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან: საფრანგეთს, შვედეთსა და ბულგარეთს ჩამორჩებიან. ქულებში ჩამორჩენა უმნიშვნელოა და ჯერ არაფერია დაკარგული.

0.117338