დიეგო არმანდო მარადონა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. 57 წლის არგენტინელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმუშავებს და “ალ ფუჯაირას” გაწვრთნის. ამის შესახებ აზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
მარადონა მწვრთნელად 2012 წლის მერე არ უმუშავია. ბოლოს იგი “ალ ვასლის” თავკაცი იყო. ყველაზე გამორჩეული, სადაც დიეგომ იმუშავა, არგენტინის ნაკრები გახლდათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.