მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი გუნდის სამი წევრი დაითხოვა. ნოლეს გუნდის დატოვება მოუწიათ: მწვრთნელს მარიან ვაიდას, ფიზმომზადების სპეციალისტს ფილ-გრიმს და ფიზიოთერაპევტს მილიანო ამანოვიჩს.
“მინდა აღმასვლა გავაგრძელო, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მატჩების ანალიზის დროს მივხვდი, რომ სიახლე მჭირდება. კვლავ შემიძლია ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.
მარიან ვაიდა ჯოკოვიჩის გუნდში 2006 წლიდან ირიცხებოდა, ამანოვიჩი 2007 წლიდან, ხოლო ფილ-გრემი 2009-დან.