“ნიცას” იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელი თავისი კარიერის რეკორდი დაამყარა. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და ასეთი შედეგიანობით მას აქამდე არცერთ სეზონში არ უთამაშია.
“მილანში” 2013/14 წლებში 14 გოლი გაიტანა, ხოლო “მანჩესტერ სიტიში” 2011/12 წლებში 13-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.
მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 15 გოლი 22 შეხვედრაში გაიტანა.