კალათბურთი

11:07 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე რეაბილიტაციის პროცესს თბილისში განაგრძობს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე თბილისში ჩამოვიდა და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის დახმარებით განაგრძობს.

„სანიკიძის რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ევრო-2017-ის დაწყებამდე საკმაო დროა დარჩენილი და ამიტომ არ ვჩქარობთ. ჯერჯერობით გამოჯანმრთელების ზუსტი ვადების დასახელება არ შემიძლია, თუმცა იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ სანიკიძე სრულად გამოჯანმრთელებული იქნება, როდესაც ნაკრები ევრო-2017-ის ფინალური ტურნირისათვის მზადებას დაიწყებს“ - განუცხადა worldsport.ge-ს თემურ ხვედელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანიკიძემ მუხლის ტრავმა „არისში“(საბერძნეთი) თამაშის დროს მიიღო. ვიქტორმა ოპერაცია საბერძნეთში გაიკეთა და თბილისში ჩამოსვლამდე, რეაბილიტაციის პროცესსაც იქვე გადიოდა.

0.12168