კალათბურთი

12:17 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: "ბედნიერი ვარ ჩემი და გუნდის წარმატებით"

„მორაბანკ ანდორასა“ და საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი შერმადინის შეიძლება ითქვას, კარიერის გამორჩეული პერიოდი უდგას. ჩვენებური ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ამასთან დაკავშირებით, ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი მას „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ გაესაუბრა. გიორგიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია აღიარებით, თუმცა უფრო მეტად გუნდის წარმატება ახარებს.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ უფრო მეტად გუნდის მოგების გამო. ვიცოდით, რომ ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი თამაში ჩვენთვის, პლეი-ოფში გასასვლელად, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, ჩემს თანაგუნდელებს - მათ გარეშე MVP ვერ გავხდებოდი.

„ანდორას“ დარბაზში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ „ვალენსიას“ წინააღმდეგ განსაკუთრებული იყო. გვინდა ვითამაშოთ პლეი-ოფში და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ. ახლა უკვე სევილიაში გვაქვს თამაში, რომელიც ადვილი არ იქნება. „ბეტისი“ რთულ სიტუაციაშია და თავისი მიზნები გააჩნია.

ბოიან ჯორჯევიჩი ლიგა ენდესას ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, მაგრამ არ ველოდი თუ ასეთ დაცვით კალათბურთს ითამაშებდა. მე კი, უბრალოდ ვთამაშობდი ჩემი გუნდისთვის“, - ციტირებს შერმადინის სიტყვებს ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში მესამედ დასახელდა. გარდა ამისა, მიჯრით ორჯერ თვის საუკეთესოც გახდა.

0.11569