"ვალენსიას" მომდევნო სეზონიდან უდიდესი ალბათობით ახალი მწვრთნელი ეყოლება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ამჟამდენდელმა თავკაცმა ვორომ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
"ღამურების" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, კვლავ დელეგატის თანამდებობას დაუბრუნდება, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატებად "ლას პალმასის" თავკაცი კიკე სეტიენი და "ვილიარეალის" ყოფილი დამრიგებელი მარსელინიო ტორალი იკვეთებიან.
"ვალენსიამ" მიმდინარე სეზონში მთლიანად ჩააგდო: ლა ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ესპანეთის თასიდან 1/8 ფინალში გამოვარდნენ.