ფეხბურთი

23:00 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავამ კვიპროსზე მე-15 გოლი გაიტანა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში "ეთნიკოსის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ გაუტანა "არისს" და მატჩი 1:1 დასრულდა. კაჭარავამ თავით შეაგდო. ეს მისი მე-15 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. ნიკას გარდა, "ეთნიკოსის" სასტარტოში იყო ნიკოლაი ყიფიანი (რუსეთის მოქალაქე), ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგოებში გახლდათ.

კვიპროსზევე, ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" 3:0 აჯობა "ნეა სალამისს". ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა.

0.138816