ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უიმბლდონის საპრიზო ფონდი გაიზარდა. 2016 წელს ტურნირის საპრიზო ფონდი 28.1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გახლდათ, ხოლო 2017 წელს 31.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
მაგალითისთვის, ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულისთვის 10%-იანი ზრდა მოხდება. 2016 წელს 2 მილიონი იყო, ხოლო 2017 წელს გამარჯვებული 2,2 მილიონს მიიღებს. პირველ რაუნდში დამარცხებულმა ჩოგბურთელმა შარშან 30 000 მიიღო, ხოლო წელს - 35 000.