ჭიდაობა

15:18 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ევროპის ოქროს მიუახლოვდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ) სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება.

ფინალის გზაზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ხინჩეგაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: მოლდოველი ანდრეი პერპელიტა (4:1), აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი (9:5) და უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი (8:2).

დღესვე, სერბულ ხალიჩაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც გავიდა, მაგრამ ევროპირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, სომეხ გრიგორ გრიგორიანთან ბოლო წამზე გაშვებული ორქულიანით (4:5). გრიგორიანთან დაჭიდებამდე კენჭაძემ რუმინელი ვასილე მადალინ მინზალა (5:1) და ბულგარელი შვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვი (15:4) დაამარცხა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.122693