კალათბურთი

12:50 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო, შემდეგი ჯორდანია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის შეხვედრაში “კლივლენდმა” შინ “ტორონტო” 125:103 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 39 ქულა ჩაუგდო და პლეი-ოფში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო.

“მეფეს” 5777 ქულა დაუგროვდა, ხოლო ქარიმს 5762 ქულა აქვს. ჯეიმსი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში ყველაზე მეტი 5987 ქულა მაიკლ ჯორდანს აქვს ჩაგდებული.

ლებრონს და ჯორდანს შორის სხვაობა 210 ქულაა და დიდი ალბათობით “მეფე” ჯორდანს ამ სეზონშივე გადაასწრებს.

0.114862