ჭიდაობა

16:05 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იაკობიშვილი და ოდიკაძე ბრინჯაოს მიუახლოვდნენ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 65 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების სახელით ევროკონკურენციაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებნენ, ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის იაკობიშვილი აზერბაიჯანის ნაკრების წევრ გიტინომაგომედ გაჯიევს დაუპირისპირდება. ოდიკაძის მეტოქე კი გადამწყვეტ ბრძოლაში მაკედონიის სახელით მოჭიდავე მაგომედგაჯი ნუროვი იქნება.

65 კილოგრამის ფინალში იაკობიშვილის მძლეველი – რუსეთის ნაკრების წევრი ილიას ბეკბულატოვი ბულგარელ ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვს დაეჭიდება. 97 კილოგრამში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რუსი ანზორ ბოლტუკაევი და ოდიკაძის მომგები თურქი რიზა ილდირიმი იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.135414