ფეხბურთი

15:16 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “მონაკო” ამ ტურნირის დიდი სიურპრიზია”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის “მონაკოსთან” დაპირისპირება საიუბილეო იქნება. საქმე ისაა, რომ ჯიჯი “ბებერი ქალბატონის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ჩაატარებს.

იტალიელმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “მონაკომ” აქამდე ღირსეულად მიაღწია.

“მონაკო”? ეს გუნდი ამ ტურნირის სიურპრიზია. მათ ამ ეტაპამდე ღირსეულად მოაღწიეს. დაძაბული 2 მატჩი გველის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ “იუვენტუსს” მეტი გამოცდილება აქვს და ეს დიდი პლიუსია. “მონაკომ” ისეთი გუნდები გამოთიშა ტურნირს, როგორებიცაა ტოტენჰემი (ჯგუფურ ეტაპზე), “მანჩესტერ სიტი”, “ბორუსია”... ასე რომ, ჩვენ დიდი ღირებულების გუნდს ვუპირისპირდებით”, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება დღეს, 3 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119996