ჭიდაობა

15:53 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას - 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დათო მარსაგიშვილი რეპეშაჟის ფინალშია. გიორგი იანტბელიძის გუნდის უმსუბუქესი წევრი ოთარ გოგავა (57 კგ) კი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

მარსაგიშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი იშტვან ვერებისა და სლოვაკეთის ნაკრების წევრ ბორის მაკოევის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

57 კილოგრამის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი და რუმინელი ანდრეი დუკოვი გავიდნენ. 86-ის გადამწყვეტ ბრძოლაში კი ერთმანეთს აზერბაიჯანელი ალექსანდრ გოსტიევი და დათო მარსაგიშვილის მომგები, რუსეთის ნაკრების წევრი დაურენ კურუგლიევი დაეჭიდებიან.

0.126721